მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ტომას მიულერი ადასტურებს, რომ გასულ სეზონში, მისი შეძენის სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამდა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ინგლისელები არაერთ ფეხბურთელზე ნადირობდნენ.
ამ ინტერესს არანაირი განვითარება არ მოჰყოლია, რადგან კლუბთან კონტრაქტი ახალი გაფორმებული მქონდა. “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩემს ადგილს მიუნხენურ გუნდში ხედავს. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია,” – განუცხადა მიულერმა The Guardian-ს.