ფეხბურთი

17:30 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი: “ბაიერნში” ეგოისტების ადგილი არაა”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტომას მიულერი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა როტაციას მიმართავს და გუნდის წამყვან ფეხბურთელებს, პერიოდულად, სათადარიგოთა შორის ყოფნა უწევთ. “აინტრახტთან” მოგებულ შეხვედრაში (5:0), ძირითადი შემადგენლობის მიღმა სწორედ მიულერი დარჩა.

“სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელის დაყენება შეგვიძლია. ეს ეხება როგორც ჩვეულებრივ, ასევე მნიშვნელოვან თამაშებს.

გასულ სეზონში, ყველა ტურნირი გუნდურად კარგად თამაშის წყალობით მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვერ ვიქნები, თუ მწვრთნელი მნიშვნელოვან შეხვედრაში არ მათამაშებს. ასეთივე სიტუაციაა სხვა ფეხბურთელების შემთხვევაშიც.

ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა პრიორიტეტად გუნდის ინტერესები ვაქციოთ. წარმატება ყველა ფეხბურთელზე ნაწილდება, რადგან ტიტულის მოგებაში წვლილი თითოეულმა მათგანმა შეიტანა. “ბაიერნში” ეგოისტების ადგილი არაა.” – განაცხადა მიულერმა Kicker-თან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122871