ფეხბურთი

20:49 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მირჩა ლუჩესკუ: “რუმინეთის ნაკრებს აღარასოდეს გავწვრთნი”

დონეცკის “შახტარის” თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმ განაცხადა, რომ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს აღარასოდეს გაწვრთნის. მან აღნიშნა, რომ აქ ფედერაციასთან კონფლიქტი არაფერ შუაშია.

“ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს, თუ ვინაა ფედერაციის ხელმძღვანელობაში. უბრალოდ, რუმინეთს ჰყავს ძლიერი ახალგაზრდა სპეციალისტები და გზა მათ უნდა მიეცეთ. ესენი არიან: დან პეტრესკუ, კოზმინ კონტრა, ფლავიუს სტოიკანი, დანიელ ისეილე, ლაურენციუ რეგეკამპფი, ჩემი შვილი რაზვანი...”. 

მირჩა ლუჩესკუ 1981-1986 წლებში იყო რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამჟამად, რუმინელებს ვიქტორ პიცურკა თავკაცობს. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125309