ფეხბურთი

18:17 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მირანდა: “ატლეტიკოს” ყველაფრის მოგება შეუძლია”

მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელმა მცველმა, ჟოაო მირანდამ, კლუბის საამსეზონო მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს ყველა ტურნირის მოგება შეუძლია.

“ვფიქრობ, “ატლეტიკოს” ყველა იმ ტურნირის მოგება შეუძლია, რომელშიც მონაწილეობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესები ვიყოთ, ვიდრე გასულ წელს. ვაპირებთ, ყველა ტურნირზე წარმატებისთვის ვიბრძოლოთ.

ჩემი აზრით, დიეგო კოშტას, ფელიპე ლუისისა და ტიბო კურტუას წასვლის შემდგომ არ დავსუსტებულვართ, რადგან ძალიან კარგი და საჭირო შევსება მივიღეთ”. – განუცხადა ბრაზილიელმა AS–ის ჟურნალისტებს.

“ატლეტიკოს” ლა ლიგაში ჩატარებულ ორ შეხვედრაში 4 ქულა აქვს.


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.112573