ფეხბურთი

13:32 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიქაელ ლაუდრუპი: “სუონსიში” ვრჩები

უელსური “სუონსის” მთავარმა მწვრთნელმა მიქაელ ლაუდრუპმა უარყო კლუბიდან სადმე წასვლის ინფორმაცია. არადა, ორი დღის წინათ ესპანურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, დანიელ სპეციალისტს მადრიდის “რეალი” ეპატიჟებაო. “უკვე ვთქვი, რომ “სუონსიში” დარჩენა მსურს. კონტრაქტი კიდევ ერთი წლის განმავლობაში მაქვს და ახლა მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. თუმცა, თუნდაც 10-წლიანი კონტრაქტი გქონდეთ, ამა თუ იმ კლუბზე ყოველთვის იქნება ჭორები”, – უთხრა ლაუდრუპმა The Guardian-ს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას “სუონსიმ” ინგლისის ლიგის თასი მოიგო.
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112519