ჩოგბურთი

22:53 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მინსკსა და ანტალიაში...

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წარმატებულად თამაშობს სოფო შაფათავა. მე-5 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში უკრაინელი განა პოჟიხირენკო 6:3, 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-4 განთესვის მქონე უკრაინელსავე ანასტასია ვასილიევას გაეჯიბრება.

სხვათა შორის, წყვილთა ტურნირში შაფათავა და ვასილიევა ერთად თამაშობენ და უკვე 2 ეტაპი დასძლიეს. ქართველმა და უკრაინელმა ჩოგბურთელებმა თავდაპირველად სლოვენიელი დალილა იაკუპოვიჩი და რუსი მარგარიტა ლაზარევა დაამარცხეს – 6:2, 5:7, 10:1, შემდეგ კი რუსულ-უკრაინულ დუეტსაც (ანასტასია ფროლოვა-ვალერია სტრახოვა) მოუგეს – 6:2, 6:4. ნახევარფინალში შაფათავა და ვასილიევა პირველი რეიტინგის მქონე ბელარუსებს (ილონა კრემენი-ალიაკსანდრა სასნოვიჩი) გაეჯიბრებიან.

ანტალიის 10-ათასიან ტურნირში მე-2 ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუს ანდრეი პლოტნის 7:6 (7:2), 6:4 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც რუმინელ დრაგოშ დიმას ეთამაშება.

წყვილებში მე-2 რეიტინგის მქონე ბასილაშვილმა და სერბმა მილიან ზეკიჩმა უკრაინელ გლებ ალეკსეენკოს და რუმინელ ჩიპრიან ალექსანდრუ პორუმბს 6:2, 7:5 მოუგეს და ნახევარფინალში ძალებს ბენინელ ალექსის კლეგოუსთან და ჰოლანდიელ კოლინ ვან ბეემთან მოსნჯავენ.

ანტალიაშივე ქალთა 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძე სლოვაკ ვიკტორია კუზმოვას ეთამაშება, ხოლო მე-8 ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაიას მეტოქე უკრაინელი ანასტასია პროკოპენკო იქნება.

0.125912