სხვა

17:26 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა ჩინეთის ახალ ელჩთან ერთად ოლიმპიური სოფელი მოინახულა

3 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ჩინეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა.

გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. საუბარი ასევე შეეხებოდა ერთობლივი წვრთნების გამართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

მინისტრმა და ელჩმა თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებიც მიმოიხილეს, ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მშენებარე 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოლმპიური სოფელი დაათვალიერეს.

თბილისის ოლიმპიური ფესტივალისათვის ოლიმპიური სოფლისა და კომპლექსის მშენებლობას ჩინური კორპორაციული ჯგუფი “ხუალინგი” აწარმოებს.

ოლიმპიური სოფელი დასრულებულ სახეს დათქმულ ვადებში მიიღებს და 2015 წლისათვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ოლიმპიადის მონაწილეთათვის 8 საცხოვრებელი კორპუსის და ასევე 5-ვარსკვალიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.118389