საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის, კერძოდ მინდვრის საფარის მოწესრიგებისა და მოვლის პროგრამა ხორციელდება.
ფეხბურთის ფედერაციის მიერ სრულადაა დაფინანსებული ტექნიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში მდებარე სტადიონებზე მინდვრის საფარს სარეაბილიტაციო პროცედურებს უტარებს.
ჯგუფის მიერ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე რეაბილიტირებულ იქნა 14 სტადიონი, რომელთა სია და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. ფოთის ცენტრალური სტადიონი “ფაზისი“ – მოედნის დაჩხვლეტა, გასწორება, მოედნის გასათიბი მოწყობილობის შეკეთება, სარწყავი სისტემის გამართვის შესახებ სტადიონის თანამშრომელთა კონსულტირება (27 მარტი, 2014).
2. საჩხერის “ვანწმინდას“ სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება, სილის შეტანა, მკვებავი მინერალების შეტანა, დაჩხვლეტა (20 თებერვალი, 2014).
3. საჩხერის ხელოვნურ საფარიანი მოედანი – კაუჩუკის ფხვნილის შეტანა, მოედნის დავარცხნა (20 თებერვალი, 2014).
4. საჩხერის ცენტრალური სტადიონი - ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (20 თებერვალი, 2014).
5. ჩოხატაურის ბ. პაიჭაძის სახ. ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (26 მარტი, 2014).
6. ლანჩხუთის ე. შევარდნაძის სახ. სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება, სილის შეტანა, მკვებავი მინერალების შეტანა, დაჩხვლეტა (26 მარტი, 2014).
7. ოზურგეთის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (26 მარტი, 2014).
8. თერჯოლის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (14 თებერვალი, 2014).
9. ვანის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (15 თებერვალი, 2014).
10. სამტრედიის ე. მანჯგალაძის სახ. სტადიონი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (26 მარტი, 2014).
11. რუსთავის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, ხელოვნურსაფარიანი მოედანი – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (19 მარტი, 2014).
12. რუსთავის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, სტანდარტული მოედანი – მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება, მკვებავი მინერალების შეტანა, დაჩხვლეტა (19 მარტი, 2014).
13. რუსთავის ცენტრალური სტადიონი “ფოლადი“ ხელოვნურსაფარიანი მოედანი – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (19 მარტი, 2014).
14. “მცხეთა პარკის“ (ვიტ ჯორჯიას სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი მოედანი – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (20 მარტი, 2014).
სტადიონების სარეაბილიტაციო ტექნიკური ჯგუფი მუშაობას აგრძელებს.
სფფ-ის პრესსამსახური