კალათბურთი

19:27 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მილოშ პესიჩი “დინამოში” ითამაშებს

სერბი კალათბურთელი, მძიმე ფორვარდი მილოშ პესიჩი სუპერლიგის მონაწილე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ “დინამოში” ითამაშებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

“პესიჩის სიმაღლე 204 სანტიმეტრია. ბოლოს იგი უნგრეთის ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდა”, - გვითხრა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდ ქიენ კარტერისა (აშშ) და ცენტრალურ თავდამსხმელ სტეფან მილოშევიჩის (ჩერნოგორია) შემდეგ პესიჩი მესამე ლეგიონერია, რომელიც 2013-14 წლების სეზონში “დინამოში” ითამაშებს.

 

0.130712