დიდი ალბათობით, მილანის “ინტერის” ვეტერანი ფორვარდი დიეგო მილიტო მოედანს ტურინის “იუვენტუსთან” იტალიის ჩემპიონატის უახლოესი ტურის მატჩში დაუბრუნდება. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, აღდგენითი პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და 34 წლის არგენტინელმა ტურინელთა წინააღმდეგ თამაში უნდა შეძლოს.
მოგეხსენებათ, მილიტოს მუხლის ჯვარედინი მყესები თებერვალში გაუწყდა და მას შემდეგ უქმობდა. ახლახანს, არგენტინელმა “ინტერის” დუბლშემადგენლობაში ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
ცნობისათვის, “ინტერი” “იუვენტუსს” 14 სექტემბერს დაუპირისპირდება.