ფეხბურთი

1:57 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მილანური კრახი

სერია A-ს 31-ე ტური მილანური გუნდებისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. „მილანმაც“ და „ინტერმაც“ 2 ბურთით დაწინაურება მოახერხეს, მაგრამ მოგება ვერცერთმა მათგანმა ვერ შესძლო. „როსონერიმ“, 10-კაციან „ფიორენტინას“ გათანაბრების საშუალება მისცა, ხოლო „ნერაძური“, საკუთარ კედლებში, „ატალანტასთან“ დამარცხდა.

დღის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში გაიმართა. მე-2 ადგილისთვის მებრძოლი „მილანი“ ევროპის ლიგის საგზურის მოსურნე „ფიორენტინას“ ეწვია. თამაში სტუმართათვის კარგად დაიწყო - მე-14 წუთზე, რიკარდო მონტოლივომ დავიდ პისაროს ბურთი აართვა და საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმით, თავისი ყოფილი კლუბის კარში გაიტანა.

ტაიმის მიწურულს, „ფიორენტინა“ ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. ტომოვიჩმა ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს დაკარგა და თამაშის წესები იქვე დაარღვია, რითიც სტუმრებს კონტრშეტევის განვითარების საშუალება არ მისცა. არბიტრმა სიტუაცია ზედმეტად მკაცრად შეაფასა და სტუმრთა მცველს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

ფლორენციელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 62-ე წუთზე. „მილანის“ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მონტოლივოს ჩაწოდების შემდეგ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ფლამინი აღმოჩნდა, რომელმაც მასიმილიანო ალეგრის გუნდი წინ 2 ბურთით გაიყვანა.

ამის შემდეგ, „ფიორენტინას“ ჯერი დადგა. 66-ე წუთზე, ლიაიჩმა სტუმართა საჯარიმოში გაისეირნა და 4 მეტოქე მოატყუა, რის შემდეგაც, ის ნოჩერინომ წააქცია. არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა თავად შეასრულა და ერთი ბურთი გაქვითა.

„მილანის“ კარში მე-2 გოლიც თერთმეტმეტრიანი დარტყმით გავიდა. 73-ე წუთზე, დე შილიომ კუადრადო წააქცია, ხოლო სტანდარტი, ამჯერად, დავიდ პისარომ შეასრულა.

ფლორენციაში ფეხის დაცდენით, „მილანმა“ 4-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა. ეს 4 თამაში „როსონერის“ მოგებული ჰქონდა. თუმცა, გაგრძელდა „როსონერის“ წაუგებელი სერია. „მილანის“ დამარცხება ბოლო 13 მატჩში ვერავინ მოახერხა, რაც ამ კლუბისთვის 2004 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

„მილანის“ მიერ ქულების დაკარგვა წარუმატებლობად იმიტომ უნდა შეფასდეს, რომ გუნდმა 10-კაციან მეტოქესთან ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, თორემ ფლორენციაში არწაგებას ცუდი შედეგი ნამდვილად არ ეთქმის. განსხვავებული სიტუაციაა „ინტერის“ შემთხვევაში - მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლი „ინტერი“ „ატალანტას“ საკუთარ კედლებში დამარცხებას უნდა ახერხებდეს, მითუმეტეს, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, სტრამაჩონის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა.

დიეგო მილიტოსა და როდრიგო პალასიოს ტრავმების გამო, ანდრეა სტრამაჩონის ძირთად შემადგენლობაში ტომაზო როკის დაყენება მოუხდა, რაც ამ ფეხბურთელის მილანურ კარიერაში პირველად მოხდა. 35 წლის შემტევმა იმედები გაამართლა - „ინტერმა“ ტაიმი მისი სადებიუტო გოლით მოიგო. 43-ე წუთზე, მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, ხოლო ახლო ძელთან მყოფმა როკიმ ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.

56-ე წუთზე, ლივაიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, ბონავენტურამ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ 5 წუთში, „ინტერი“ წინ უკვე 2 ბურთით იყო გაჭრილი. ბერგამოელთა კარში ორივე გოლი რიკი ალვარესმა გაიტანა. 24 წლის არგენტინელმა ჯერ მეტოქის შეცდომით ისარგებლა, შემდეგ კი, გოლი ინდივიდუალური ოსტატობით გაიტანა.

ამის შემდეგ, ჯერი მე-2 არგენტინელზე მიდგა, რომელმაც „ინტერს“ 3-ჯერ გაუტანა. საუბარი, რა თქმა უნდა, „ატალანტას“ ლიდერზე, ხერმან დენისზე გვაქვს. ბერგამოელთა კაპიტანმა ჯერ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, შემდეგ საჯარიმოს წინა ხაზიდან, ხოლო ბოლოს დაახლოებით 7 მეტრიდან დარტყმით გაიტანა.

ზედიზედ მე-3 მოგებით, მე-2 ადგილი გაიმყარა „ნაპოლიმ“. ნეაპოლელებმა გასავარდნ ზონაში მყოფ „ჯენოას“ უმასპინძლეს და მეტოქეს საქმე პირველივე ტაიმში მოუმთავრეს. საწყის ნახევარ საათში, თავი პანდევმა და ჯემაილიმ გამოიჩინეს. გოლის გატანა კავანისაც შეეძლო, მაგრამ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა ფრეის ვერც თამაშიდან აჯობა და ვერც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.

მას შემდეგ, რაც ანტონიო დი ნატალე „უდინეზეში“ გადავიდა (2004 წელს), უდინელთა მიერ სერია A-ში გატანილი გოლების 33% სწორედ ამ ფეხბურთელზე მოდის. 35 წლის თავდამსხმელმა, ამჯერად, თავი 2-ჯერ გამოიჩინა. „კიევოსთან“ გამართულ შეხვედრაში, დი ნატალემ ანგარიში მე-20 წუთზე, მას შემდეგ გახსნა, რაც დაბნეულ მეკარეს ბურთი მისსავე საჯარიმოში აართვა. 5 წუთში, მან ეფექტური დარატყმით იხეირა. „კიევომ“ ერთი ბურთი პირველივე ტაიმში გაქვითა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, ბენატიამ დი ნატალეს პასით გაიტანა და მასპინძლების უპირატესობა კვლავ ორამდე გაზარდა.

ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო „პალერმომ“, რომელიც სერია A-ში დარჩენისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაერთო. სიციელიელებმა „სამპდორია“ გენუაში დაამარცხეს, რის შედეგადაც, ისინი „სიენასა“ და „ჯენოას“ გაუთანაბრდნენ.

 

ფიორენტინა-მილანი 2:2 (0:1)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 23000

ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო, რონკალია, ტომოვიჩი, სავიჩი (კომპერი 30), პასკუალი, აკვილანი, პისარო, ვალერო, კუადრადო, იოვეტიჩი (რომულო 45), ლიაიჩი (მილიაჩო 81).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, მექსე, საპატა, დე შილიო, ფლამინი (ნიანგი 77), მონტოლივო, მუნტარი (ნოჩერინო 46), ბოატენგი (პაცინი 83), ბალოტელი, ელ შაარავი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 0:1 მონტოლივო (14), 0:2 ფლამინი (62), 1:2 ლიაიჩი (66, პენ), 2:2 პისარო (73, პენ).

გაფრთხილებები: კუადრადო 44, აკვილანი 67, რონკალია 81 - მონტოლივო 35, მუნტარი 45, ნოჩერინო 66, ბალოტელი 70.

გაძევება: ტომოვიჩი 39.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 7 (4)-12 (7), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 7-4, ჯარიმა: 23-12.

 

კატანია-კალიარი 0:0

კატანია, “ანჯელო მასიმინო” 13000

კატანია (4-2-3-1): ანდუხარი, ალვარესი, ბელუსკი, სპოლი, მარკეზე, ისკო, ბიაჯანტი (სალიფუ 82), კეკო (რიკიუტი 83), კასტრო (დუკარა 71), გომესი, ბერგესიო.

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო (კაბრერა 31), როსეტინი, ასტორი, აველარი, დესენა, კონტი, ნაინგოლანი, იბარბო (ეკდალი 57), საუ (რიბეირო 77), პინილია.

მწვრთნელი: ივო პულგა.

გაფრთხილებები: ბელუსკი 68 - კაბრერა 56, ნაინგოლანი 59, დესენა 67, პინილია 75, ეკდალი 90.

მსაჯი: პაოლო ვალერი.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 10 (3)-6 (0), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 3-6, სეივი: 0-3, ჯარიმა: 16-17.

 

უდინეზე-კიევო 3:1 (2:1)

უდინე, “ფრიული” 16000

უდინეზე (3-4-1-2): ბრკიჩი, ბენატია, დანილო, დომიცი, ბასტა, პერეირა, ლაცარი (ბადუ 60), სილვა, ალანი, მაიკოსუელი (მურიელი 60), დი ნატალე (ზიელინსკი 89).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

კიევო (5-3-2): პუჯონი, ფრეი, პაპი (ლუსიანო 61), სეზარი, აჩერბი, იოკიჩი, გუანა (სტოიანი 67), რიგონი (პალოსკი 84), ჰეტემაი, პელისიე, ტერო.

მწვრთნელი: ენიო კორინი.

გოლები: 1:0 დი ნატალე (20), 2:0 დი ნატალე (25), 2:1 პაპი (35), 3:1 ბენატია (85).

გაფრთხილებები: დი ნატალე 21, ბენატია 62, დანილო 62 - იოკიჩი 31, პაპი 45, რიგონი 70, ფრეი 75, სეზარი 79, აჩერბი 83.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11 (9)-4 (3), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 5-1, სეივი: 7-10, ჯარიმა: 14-23.

 

სამპდორია-პალერმო 1:3 (1:1)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 23000

სამპდორია (3-5-2): რომერო, გასტალდელო (მუსტაფი 65), პალომბო, კოშტა, დე სილვესტრი, მუნარი, სორიანო (სანსონე 58), ობიანგი, ესტიგარიბია (მარესკა 72), ედერი, იკარდი

მწვრთნელი: დელიო როსი

პალერმო (3-5-2): ბენუსი, ფონ ბერგენი, დონატი, არონიკა, მორგანელა, ბარეტო, არევალო რიოსი, კურტიჩი, გარსია (ნელსონი 72), ილიჩიჩი (ფაბრინი 88), მიკოლი (დიბალა 66)

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო

გოლები: 0:1 ფონ ბერგენი (35), 1:1 მუნარი (43), 1:2 ილიჩიჩი (50), 1:3 გარსია (56)

გაფრთხილებები: პალომბო 80, მუსტაფი 84 - ბარეტო 45

მსაჯი: მარკო გუიდა

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 8 (4)-11 (6), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 15-15.

 

სიენა-პარმა 0:0

სიენა, “არტემიო ფრანკი” 9000

სიენა (3-4-3): პეგოლო, ტეიშეირა, პაცი, ტერცი, ანჯელო, ვერგასოლა, კალელო, რუბინი, როზინა (ვალიანი 79), ემეგარა (ბოგდანი 86), აგრა (პოცი 59).

მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.

პარმა (3-5-2): მირანტე, ბენალუანე, პალეტა, ლუკარელი, ბიაბიანი (ბელფოდილი 77), ნინისი (ვალდესი 46), პაროლო, მარკიონი, გობი, ამაური, სანსონე (როზი 84).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გაფრთხილებები: ემეგარა 60, პაცი 70 - მარკიონი 12, პაროლო 33, ლუკარელი 49.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 7 (1)-10 (4), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 5-1, ჯარიმა: 13-17.

 

ინტერი-ატალანტა 3:4 (1:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 49000

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი, რანოკია, სამუელი, ჟეზუსი, ძანეტი, გუარინი, კოვაჩიჩი, კამბიასო (სკელოტო 82), პერეირა, კასანო (ალვარესი 32), როკი.

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.

ატალანტა (3-5-2): პოლიტო, სკალონი, სტენდარდო, კანინი, რაიმონდი, ბიონდინი, ჩიგარინი, კარმონა (ლივაია 54), დელ გროსო (ბრივიო 74), ბონავენტურა, დენისი (კაცოლა 83).

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლები: 1:0 როკი (43), 1:1 ბონავენტურა (56), 2:1 ალვარესი (57), 3:1 ალვარესი (61), 3:2 დენისი (65, პენ), 3:3 დენისი (71), 3:4 დენისი (77).

გაფრთხილებები: კოვაჩიჩი 5, რანოკია 65 - სკალონი 85, ბიონდინი 88.

გაძევება: რაიმონდი 90.

მსაჯი: ანდრეა გერვაზონი.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 12 (6)-11 (6), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 11-13.

 

ნაპოლი-ჯენოა 2:0 (2:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო” 38000

ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი, კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი, მაჯო, ბეჰრამი (ინლერი 75), ჯემაილი, არმერო, ჰამშიკი (ელ კადური 88), პანდევი (ინსინიე 77), კავანი.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

ჯენოა (3-5-2): ფრეი, გრანქვისტი, პორტანოვა, მორეტი, იანკოვიჩი (ოლივერა 58), კუცკა (ხორკერა 68), მათუსალემი, რიგონი, ანტონელი, ბერტოლაჩი (ვარგასი 52), იმობილე.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გოლები: 1:0 პანდევი (18), 2:0 ჯემაილი (29).

66-ე წუთზე, კავანიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: კამპანიარო 37 - კუცკა 64, იმობილე 73, ვარგასი 80.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 15 (9)-13 (7), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 7-7, ჯარიმა: 12-7.

0.160014