მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, იტალიური “მილანი” “მანჩესტერ იუნაიტედის” გამოცდილი მცველის – ნემანია ვიდიჩის შეძენას შეეცდება. Mirror-ის ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ “წითელი ეშმაკების” ახლადდანიშნული თავკაცი დევიდ მოიესი 31 წლის სერბზე უარს იტყვის.
აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერი” ლისაბონის “ბენფიკას” მცველ ესეკიელ გარაის უმიზნებს, რის გამოც, შესაძლოა, ვიდიჩის დათმობა მოუწიოს. თავის მხრივ, “მილანს” სერბის გადაბირება დიდი ხანია სურს.
მნიშვენლოვანია, რომ “ოლდ ტრაფორდის” დატოვების წინააღმდეგი არც ვიდიჩია, მაგრამ მთავარი სიტყვა მოიესზეა.