ფეხბურთი

23:29 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” რობინიო და აბატე გამოაკლდნენ

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, “მილანმა” გამარჯვების გემო კი გაიხსენა, მაგრამ “როსონერის” “სელტიკის” ძლევა ძვირად დაუჯდა. 3:0 მოგებულ შეხვედრაში ტრავმირები ინასიო აბატემ და რობინიომ მიიღეს.

აბატეს კოჭის მყესები აქვს დაზიანებული. მისი მკურნალობისთვის საჭირო ვადები დადგენილი ჯერ არაა, მაგრამ ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე, მარჯვენა მცველს რამდენიმე კვირა უნდა გაუცდეს.

რობინიოს მხრის ტრავმა აქვს. იმის გამო, რომ დაზიანების მიღების დროს, “მილანს” სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, ბრაზილიელმა შემტევმა “სელტიკთან” მატჩი ბოლომდე ჩაატარა. ივარაუდება, რომ რობინიოს დაახლოებით ერთი თვე გაუცდება.

0.116508