იტალიური “მილანის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა. იტალიელის თქმით, კლუბის ლაზარეთში კვლავ ბევრი ფეხბურთელია, მაგრამ ამსტერდამის “აიაქსთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის, გუნდს სტეფან ელ შაარავი და რიკარდო მონტოლივო უბრუნდებიან.
“აიაქსთან” მატჩამდე, მონტოლივო და ელ შაარავი ჩემს განკარგულებაში იქნებიან. ამრიგად, ორივე მათგანი შეძლებს ამსტერდამელთა წინააღმდეგ თამაშს. რიკარდოსა და სტეფანს დიდი დრო გაუცდათ და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ. შესაბამისად, მათი ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად დრო მჭირდება. ამის შემდეგ გადავწყვეტ, რამდენ დროს გაატარებენ მოედანზე “აიაქსთან” მატჩში”, - განუცხადა ალეგრიმ Football Italia-ს.
ცნობისათვის, “მილანი” “აიაქსს” ოთხშაბათს დაუპირისპირდება.