იტალიური “მილანის” მცველმა მატია დე შილიომ ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ Football Italia იუწყება.
“როსონერის” სამწვრთნელო შტაბმა 20 წლის უკანახაზელი “პარმასთან” იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩში განაცხადში შეიყვანა, მაგრამ ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. მილანელები დე შილიოს მომდევნო მატჩიდან აქტიურად გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო, დე შილიოს საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.