ფეხბურთი

3:18 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მილანს“ კაკას გაბრწყინებამ ვერ უშველა

2009 წლის 31 მაისის შემდეგ, კაკამ „მილანის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ „როსონერის“ სასურველი შედეგის დაფიქსირებაში ვერც ბრაზილიელი ვარსკვლავის შედევრი დაეხმარა.

„ლაციოსთან“ გამართულ შეხვედრაში, კაკამ თავი 54-ე წუთზე გამოიჩინა. საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით, მან ბურთი მეკარისგან შორეულ ზედა კუთხეში გაგზავნა და „მილანის“ გულშემატკივრებს ძველი კაკა გაახსენა. თუმცა, ეს საკმარისი მხოლოდ ქულის მოსაპოვებლად გამოდგა. 72-ე წუთზე, სიანიმ კანდრევას ფლანგური გადაცემით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სერია A-ში ოთხშაბათს გამართული თამაშები ბარათების სიმრავლით გამოირჩეოდა. 8 ჩატარებულ შეხვედრაში არბიტრებმა 44 ყვითელი და 5 წითელი ბარათი უჩვენეს. აქედან 7 ყვითელი და 2 წითელი „ფიორენტინა“-„ნაპოლის“ მატჩზე მოდის.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში, „ფიორენტინა“ ლიდერთა შორის მყოფ „ნაპოლის“ 4-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაუხვდა. ფლორენციელებს, მიმდინარე სეზონში, საკუთარ კედლებში არ წაეგოთ, მაგრამ ეს წარმატებული სერია ნეაპოლელებმა შეწყვიტეს.

თამაშის სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელების კარგი თამაშის წყალობით გაიხსნა. გონსალო იგუაინმა ხოსე კალიეხონს ძალიან ლამაზი გადაცემა გაუკეთა, ხოლო ესპანელმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. 28-ე წუთზე, გოლი ესპანეთიდან იტალიაში გადასულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ჯუზეპე როსიმ გაიტანა, რომელმაც სავიჩის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. შეხვედრას წერტილი დრის მერტენსმა დაუსვა. ბელგიელმა შემტევმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი ორ მეტოქესთან ბრძოლის დროს დარტყმით გაიტანა.

„ნაპოლისთან“ მეორე-მესამე ადგილებს იყოფს „იუვენტუსი“, რომელმაც ზედიზედ მე-2 საშინაო თამაში იოლად მოიგო. ტურინელებმა „კატანიას“ უმასპინძლებს და მეტოქეს 4-ჯერ გაუტანეს, თავად კი კარი მშრალად შეინახეს.

„იუვენტუს სთედიუმზე“ ანგარიში არტურო ვიდალმა გახსნა. საჯარიმოს გარედან ჩილელის დარტყმას მცირე რიკოშეტი და ბურთის მეკარისგან ახლო კუთხეში გასვლა მოჰყვა. პირველივე ტაიმში, თავი ანდრეა პირლომაც გამოიჩინა, რომელმაც გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

შესვენების შემდეგ, „კატანიას“ კარში გოლები ტევესმა და ბონუჩიმაც გაიტანეს. არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიორენტეს გადაცემით იხეირა, ხოლო იტალიელმა მცველმა გარჯა ჯოვინკოს დაუფასა.

თავისი ყოფილი გუნდი ჯერ დაინდო, შემდეგ კი მაინც უქულოდ დატოვა ალბერტო ჯილარდინომ, რომელმაც „ჯენოა“-„პარმას“ შეხვედრის მე-3 წუთზე თერთმეტმეტრიანი გააცუდა, ხოლო 57-ე წუთზე ბიონდინის ჩაწოდებას ზუსტი თავური მოაყოლა.

დრამატული გამოდგა „ლივორნოსა“ და „ტორინოს“ დაპირისპირება. მე-7 წუთზე, სტუმრები უკვე 2:0 იგებდნენ, მაგრამ გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მე-2 ტაიმში კიდევ 2 ბურთი გავიდა და საბოლოოდ, ექვსგოლიანი ფრე დაფიქსირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ლივორნოს“ მე-3 გოლი. ემერსონმა თავი დაახლოებით 35 მეტრიდან შესანიშნავი დარტყმით გამოიჩინა.

 

კალიარი-ბოლონია 0:3 (0:1)

კალიარი, “სანტ ელია

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ, კონტი, იბრაიმი (დესენა 46/ნენე 67), ნაინგოლანი, კოსუ (აველარი 60), პინილია, იბარბო.

მწვრთნელი: ივო პულგა.

ბოლონია (4-4-1-1): კურჩი, სორენსენი, ნატალი (ანტონსონი 12), მანტოვანი (პერესი 40), გარიკსი, პაციენცა (ხრისტოდულოპულოსი 81), კრინი, ლაშალტი, მორლეო, კონე, კრისტალდო.

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

გოლები: 0:1 გარიკსი (26), 0:2 კონე (58), 0:3 პაციენცა (61).

გაფრთხილებები: მურუ 11, კოსუ 31, პინილია 66 - ანტონსონი 13, გარიკსი 19, მორლეო 73.

გაძევება: მურუ 52.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 11 (2)-17 (5), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 21-17.

 

ფიორენტინა-ნაპოლი 1:2 (1:2)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 27000

ფიორენტინა (3-1-4-2): ნეტო, რონკალია, კომპერი, სავიჩი, აკვილანი (ვეჩინო 71), პისარო, კუადრადო, ვალერო, პასკუალი (ვარგასი 83), ხოაკინი (მატოსი 76), როსი.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, მესტო, ბეჰრამი, ინლერი, პანდევი (არმერო 81), კალიეხონი, მერტენსი (ინსინიე 66), იგუაინი (ჰამშიკი 62).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 0:1 კალიეხონი (12), 1:1 როსი (28, პენ), 1:2 მერტენსი (36).

გაფრთხილებები: კუადრადო 54, ვალერო 63, კომპერი 76 - პანდევი 22, მაჯო 53, ბეჰრამი 56, ალბიოლი 60.

გაძევებები: კუადრადო 90+1 - მაჯო 80.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 11 (3)-4 (2), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 0-2, ჯარიმა: 19-15.

 

ჯენოა-პარმა 1:0 (0:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 19000

ჯენოა (4-2-3-1): პერინი, ანტონინი, პორტანოვა, მანფრედინი, ვრსალჟკო (სენტურიონი 21), ბიონდინი, ბერტოლაჩი, მათუსალემი, ანტონელი (კუცკა 78), ფეტფაციდისი (მარკეზე 59), ჯილარდინო.

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

პარმა (3-4-1-2): მირანტე, კასანი, ფელიპე, ბენალუანე, როზი (ბიაბიანი 69), გარგანო, ვალდესი (ამაური 78), პაროლო, მესბა, კასანო, პალადინო (სანსონე 69).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლი: 1:0 ჯილარდინო (57).

მე-3 წუთზე, ჯილარდინომ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: მანფრედინი 42, ანტონელი 54, ანტონინი 85 - ბენალუანე 59, მესბა 85.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 5 (5)-9 (3), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-14.

 

ვერონა-სამპდორია 2:0 (0:0)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 20000

ვერონა (4-4-2): რაფაელი, კაჩატორე, მაიეტა, გონსალესი, ალბერტაცი, ლანერი (რომულო 67), ჟორჟინიო, ჰალფრედსონი, მარტინიო (იტურბე 74), ტონი, გომესი (დონატი 74).

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

სამპდორია (4-4-2): და კოსტა, მუსტაფი, გასტალდელო, კოსტა, რეჯინი, გავაცი (ვსზოლეკი 66), ობიანგი, კრსტიჩიჩი, ბიარნასონი, გაბიადინი (პოცი 58), ედერი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

გოლები: 1:0 გომესი (51), 2:0 ტონი (78).

გაფრთხილებ: ედერი 19.

მსაჯი: პიერო ჯაკომელი.

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 12 (5)-15 (5), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 4-2, სეივი: 5-3, ჯარიმა: 12-12.

 

სასუოლო-უდინეზე 1:2 (1:1)

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე

სასუოლო (3-4-1-2): პეგოლო, ანტეი, ბიანკო, აჩერბი, სკელოტო (გაცოლა 18), მარონე, ლარიბი (ბერარდი 74), კურტიჩი (ფლორო 60), ციგლერი, მისიროლი, ძაძა.

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

უდინეზე (3-4-1-2): ბრკიჩი, ნალდო, დანილო, დომიცი, ბასტა (ორტო 82), ალანი, ლაცარი (პინცი 54), პერეირა, გაბრიელ სილვა, დი ნატალე, მურიელი (ბადუ 71).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლები: 0:1 დი ნატალე (18, პენ), 1:1 ძაძა (25), 1:2 მურიელი (56).

გაფრთხილებები: ციგლერი 17, აჩერბი 66, ფლორო 89 - პინცი 65, დომიცი 90.

გაძევება: ძაძა 80.

მსაჯი: რიკარდო პინცანი.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 13 (7)-9 (4), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-4, სეივი: 2-6, ჯარიმა: 16-22.

 

მილანი-ლაციო 1:1 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 42000

მილანი (4-3-3): გაბრიელი, აბატე, ძაკარდო, საპატა, დე შილიო, მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი (პოლი 75), ბირსა (მატრი 75), ბალოტელი, კაკა (რობინიო 85).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

ლაციო (4-3-3): მარკეტი, კავანდა, კანა, სიანი, რადუ, გონსალესი, ლედესმა, ერნანესი (ონაზი 46), კანდრევა (ერეირინია 90+1), კლოზე, ვარგასი (ფლოკარი 68).

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

გოლები: 1:0 კაკა (54), 1:1 სიანი (72).

გაფრთხილებები: მუნტარი 32, მონტოლივო 57, დე შილიო 57, ბალოტელი 64 - რადუ 34, კანა 62.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 18 (5)-5 (3), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 0-4, სეივი: 2-4, ჯარიმა: 18-11.

 

ლივორნო-ტორინო 3:3 (2:2)

ლივორნო, “არმანდო პიჩი” 10000

ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, კოდა, ემერსონი, ჩეჩერინი (იბრაჰიმა 68), სკატარელა, ლუცი, გრეკო (პიჩინი 64), ბიაჯანტი (რინაუდო 51), ჯემიტი, პაულინიო, ემეგარა.

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

ტორინო (3-4-1-2): პადელი, დარმიანი, გლიკი, მორეტი, ბელომო, ელ კადური (ბარეტო 46), ვივესი, გაცი (მეჯორინი 80), დ’ამბროზიო (პასკუალე 85), ჩერჩი, იმობილე.

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

გოლები: 0:1 იმობილე (4), 0:2 გლიკი (7), 1:2 პაულინიო (25), 2:2 გრეკო (33), 3:2 ემერსონი (62), 3:3 ჩერჩი (87, პენ).

გაფრთხილებები: კოდა 12, გრეკო 22, ლუცი 27, ემეგარა 40, სკატარელა 74, რინაუდო 86 - გლიკი 15, იმობილე 55, ჩერჩი 61, ვივესი 90+1, ბარეტო 90+3.

მსაჯი: პაოლო ვალერი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 19 (6)-13 (7), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-3, ჯარიმა: 9-16.

 

იუვენტუსი-კატანია 4:0 (2:0)

ტორინო, “იუვენტუს სთედიუმი” 38000

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, პირლო, ისლა, ვიდალი (პოგბა 61), მარკიზიო, დე ჩელიე, ლიორენტე (მოტა 74), ტევესი (ჯოვინკო 66).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

კატანია (3-4-1-2): ანდუხარი, როლინი (კაპუანო 68), ლეგროტალიე, გიომბერი, ალვარესი, ალმირონი, გუარენტე, ბირაგი (კასტრო 46), კეკო, ბერგესიო, პეტკოვიჩი (ლოპესი 65).

მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.

გოლები: 1:0 ვიდალი (26), 2:0 პირლო (34), 3:0 ტევესი (66), 4:0 ბონუჩი (71).

გაფრთხილებები: პირლო 55, კიელინი 76 - გუარენტე 52.

გაძევება: გუარენტე 84.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 23 (10)-7 (1), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-6, ჯარიმა: 13-11.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.248439