“მილანი” სერია A-ს ბოლო ტურს დანაკლისით ხვდება. “სიენასთან” გასამართ მატჩში, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ბოატენგი ვერ დაეხმარება.
მილანელთა განელ შემტევს მუხლის ტრავმა აწუხებს. ამის გამო, ის სეზონის ბოლო მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.
კარგი ამბავი ისაა, რომ “მილანს” რიკარდო მონტოლივო უბრუნდება. 28 წლის იტალიელ ნახევარმცველს 28 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ ახლა ის მოედანზე გასასვლელად მზადაა.
სერია A-ს ბოლო ტურში, “მილანი” მე-19 ადგილზე მყოფ და მოტივაციადაკარგულ “სიენას” სტუმრობს. ჩემპიონთა ლიგის საგზურის გასანაღდებლად, “როსონერის” 3 ქულის აღება ჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, “მილანი” “პესკარა”-“ფიორენტინას” მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.