იტალიური "მილანის" და "ვალენსიას" წარმომადგენლები პარასკევს ესპანეთში შეიკრიბებიან და ფრანგი მცველის ადილ რამის ბედს გადაწყვეტენ.
"ღამურებმა" რამი იანვარში ნახევარი სეზონით "მილანში" გაანათხოვრეს. როგორც ჩანს, იტალიელები ფრანგი ფეხბურთელით კმაყოფილები არიან და მისი შენარჩუნება სურთ.
იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ვალენსია" რამის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო იტალიური გრანდი 3.5 მილიონის გადახდას აპირებს. თუ რას გადაწყვეტენ კლუბების წარმომადგენლები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ადილ რამმა "მილანის" მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე