ფეხბურთი

16:05 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” “რეალს” ბალოტელი არ დაუთმო

მადრიდის “რეალი” “მილანის” ფორვარდის – მარიო ბალოტელის შეძენას ცდილობდა, მაგრამ იტალიელთაგან სასტიკი უარი მიიღო. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იუწყება.

“ბალოტელის გაყიდვა? არა, მარიო არსად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში ხანდახან ასეთი დონის ფეხბურთელებსაც აყენებენ ტრანსფერზე, ეს ვარიანტი ამჯერად გამორიცხულია. მარიო “მილანში” უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და ბედნიერია. იტალიურ კლუბებს ფეხბურთელების შენარჩუნება უჭირთ, რადგან ინგლისიდან და ესპანეთიდან ბრწყინვალე კონტრაქტებს სთავაზობენ ფეხბურთელებს”, - განაცხადა ბალოტელის აგენტმა მინო რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ “მილანმა” ბალოტელი “მანჩესტერ სიტისგან” შეიძინა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120468