ლონდონის “ჩელსის” განელი ნახევარმცველი მიკაელ ესიენი “მილანის” ინტერესის სფეროში მოექცა.
31 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი “რეალში” გაატარა და ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 34 თამაში გამართა. ლონდონში დაბრუნებულ ფეხბურთელს, ახლა უკვე “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად მოვლენილი მოურინიო აღარ სწყალობს. პორტუგალიელმა განელი პრემიერლიგის მხოლოდ 5 მატჩში ათამაშა.
შკყ შპორტს-ის ინფორმაციით, “მილანის” ახალი მთავარი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი ესიენის გადაბირებით დაინტერესდა. მილანელებს ნახევარმცველის არენდით აყვანა სურთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ესიენი “ჩელსის” საჩემპიონთალიგო განაცხადს მიღმა დარჩა, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “როსონერის” მისი ევროტურნირზე გამოყენების უფლებაც ექნება.