ფეხბურთი

13:26 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ერიქსენთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

იტალიური “მილანი” დანიის ეროვნული ნაკრებისა და ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის შეძენას გეგმავს.

Panorama-ს ცნობით, იტალიელები 21 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენას ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგის გაყიდვით მიღებული თანხით გეგმავენ. მილანელები 26 წლის განელის გასხვისებით 13 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობენ, ერიქსენის ტრანსფერი კი, 15 მილიონად ფასდება.

აღსანიშნავია, რომ “მილანმა” ახალგაზრდა დანიელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. საუბარია 4-წლიან კონტრაქტზე, რომლის თანახმადაც ერიქსენი ანაზღაურების სახით გადასახადების დაფარვის შემდეგ წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ კრისტიანის შეძენა ინგლისის “ლივერპულს”, იტალიურ “რომას” და ლევერკუზენის “ბაიერსაც” სურდათ. ერიქსენმა, რომელიც “აიაქსში” 2008 წლიდან ირიცხება, ჰოლანდიის ჩემპიონატის გასული სეზონის 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით მან 2010 წლიდან დღემდე 36 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი მიითვალა.

 

0.113989