ცნობილი გერმანული ფირმა “ადიდასი” იტალიურ “მილანს” სათამაშო და სავარჯიშო ატრიბუტიკით 2023 წლამდე მოამარაგებს. ეს ინფორმაცია, დღეს, ოფიციალურად დადასტურდა.
“მილანსა” და “ადიდასს” შორის აქამდე არსებულ კონტრაქტს ვადა 2017 წელს გასდიოდა. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები თანამშრომლობას 2024 წლამდე გეგმავდნენ, მაგრამ საბოლოოდ, შეთანხმება 2023 წელზე შედგა.
“ჩვენ და “ადიდასი” ერთად 2023 წლამდე ვიქნებით. ამ ფირმასთან დიადი წარსული გვაკავშირებს.” – ვკითხულობთ “მილანის” ოფიცილურ ვებგვერდზე.
“მილანი” და “ადიდასი” ერთმანეთთან, პირველად, 1990-93 წლებში თანამშრომლობდნენ. შემდეგ, ეს ფირმა იტალიურმა “ლოტომ” ჩაანაცვლა, ხოლო 1998 წლიდან, “როსონერი” და გერმანული კომპანია უწყვეტად თანამშრომლობენ.