ფეხბურთი

20:42 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ახალი ფორმები წარადგინა

იტალიურმა “მილანმა” 2014-15 წლების სეზონის პირველი და მე-3 ფორმების პრეზენტაცია მოახდინა.

გუნდის მთავარი ფორმა, ტრადიციულად, შავ-წითელი იქნება. მე-3 ფორმის მაისური ყვითელი, ხოლო შორტი მწვანე ფერებში იქნება. ეს ფერები ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის გამო იქნა შერჩეული.

წინა სეზონის მსგავსად, “მილანი” სერია A-ს ბოლო 2 ტურის მატჩს ახალი ფორმით ჩაატარებს. 11 მაისს, “როსონერი” “ატალანტას” ეწვევა და ყვითელი ფორმით ითამაშებს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, ზეედორფის გუნდი “სასუოლოს” ტრადიციული ფორმით უმასპინძლებს.

“მილანის” ინტერნეტ-მაღაზიაში ახალი ფორმების გაყიდვა 18 მაისიდან დაიწყება.

თეგებიმილანი
0.26642