ფეხბურთი

12:29 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” სიაში მონტელაცაა

იტალიური “მილანის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფლორენციის “ფიორენტინას” თავკაცის – ვინჩენცო მონტელას კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

“როსონერიდან” მასიმილიანო ალეგრის აბარგება ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ მისი სავარაუდო შემცვლელების სახელები უკვე ხმაურდება. მონტელას გარდა, განიხილება ფილიპო ინძაგისა და ჩეზარე პრანდელის კანდიდატურებიც.

აღსანიშნავია, რომ “მილანის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის მთავარ მწვრთნელად “ბოტაფოგოს” ნახევარმცველი – კლარენს ზეედორფი სურს.

 

0.118725