“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი გუნდის მთავარი ამოცანა “ლივერპულში” წასული მარიო ბალოტელის შეცვლა იქნება.
“ცენტრალური თავდამსხმელი? ამ პოზიციის გაძლიერება, ჩვენთვის, პრიორიტეტია.
მარიოსთან გამომშვიდოდება? ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელის, “მილანისა” და “ლივერპულის” ინტერესების გათვალისწინებით მივიღეთ.” – განაცხადა გალიანიმ.