ფეხბურთი

21:53 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” გულშემატკივრები ნაინგოლას თავს დაესხნენ

“რომას” ბელგიელი ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის მიერ “ტვიტერზე” გაკეთებული განცხადების თანახმად, მას, კალიარიში ყოფნის დროს, თავს “მილანის” ოცამდე გულშემატკივარი დაესხა.

“ვერონასთან” მოგების შემდეგ, რაჯა ნაინგოლანი დასვენების დღის გასატარებლად კალიაში ჩავიდა. აეროპორტში ის “მილანის” გულშემატკივრებს შეხვდა, რომლებიც “კალიარის” ძლევის შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ.

ფეხბურთელის თქმით, ოცამდე ადამიანი მას შეურაცხყოფას აყენებდა და მანამდე მისდევდა, სანამ საქმეში პოლიცია ჩაერია. ამ დროს, ნაინგოლანი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ბელგიელი ფეხბურთელის თქმით, “მილანის” გულშემატკივრები მას იმის გამო ერჩოდნენ, რომ მან “როსონერის” “რომაში” თამაში ამჯობინა.

0.113991