საფეხბურთო კლუბ “მილანის” ხელმძღვანელებმა ახალი სპორტული დირექტორის კანდიდატურა შეარჩიეს.
იტალიური ინტერნეტპორტალ Tuttosport-ის ინფორმაციით, ამ თანამდებობას ჯოვანი გალი დაიკავებს. ის, ამ თანამდებობაზე არიედო ბრაიდას შეცვლის, რომელმაც “მილანი” 27-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.
გალი, რომელიც ამჟამად 55 წლისაა, ამპლუით მეკარე იყო და “მილანში” 1986-1990 წლებში თამაშობდა. 1982-1986 წლებში, იტალიის ეროვნულ გუნდში 19 მატჩი ჩაუტარებია. ბოლო პერიოდში პოლიტიკით იყო დაკავებული, მაგრამ კვლავ ფეხბურთს დაუბრუნდა.