ფეხბურთი

20:55 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” ახალგაზრდულ გუნდს კრისტიან ბროკი გაწვრთნის

 

“მილანის” ყოფილი ნახევარმცველი კრისტიან ბროკი “როსონერის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

მას შემდეგ, რაც ფილიპო ინძაგიმ “მილანის” პირველი გუნდი ჩაიბარა, “პრიმავერა” უმწვრთნელოდ დარჩა, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა – მილანელთა ახალგაზრდული გუნდი სამწვრთნელო გამოცდილების არმქონე ბროკის ანდეს.

კრისტიან ბროკი “მილანში” 2001-2008 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან 135 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

0.131563