ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, იტალიური “მილანი” დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს. Goal.com-ის ცნობით, “როსონერი” ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის – ნემანია ვიდიჩის შეძენას ეცდება.
მართალია, მილანელები აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებენ, მაგრამ გამონაკლისის სახით, 31 წლის სერბით გაძლიერება სურთ. თავის მხრივ, ვეტერანი უკანახაზელის გასხვისების წინააღმდეგი არც მანჩესტერელთა თავკაცი ალექს ფერგიუსონია.
ვიდიჩს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 11 მილიონი ევროა.