“ქუინს პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიუ სეზარი, შესაძლოა, “მილანში” ვიხილოთ. Calciomercato-ს ცნობით, “როსონერი” თავისი პრინციპული მეტოქის, “ინტერის” ყოფილ კიპერს წლიური ანაზღაურების სახით 2.7 მილიონ ევროს სთავაზობს.
მას შემდეგ, რა ქპრ პრემიერლიგიდან გავარდა, ჟულიუ სეზარის დღის წესრიგში ახალი კლუბის მოძებნა გაჩნდა. აქამდე არსებული ინფორმაციით, 33 წლის მეკარის დამატებასთან ახლოს “ნაპოლი” იყო, მაგრამ ბრაზილიელს ნეაპოლელთა მიერ შეთავაზებული ხელფასი ეცოტავა.