2017-18 წლების სეზონის დასაწყისში “მილანს” ახალი სტადიონი ექნება. ამ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ უახლოეს წლებში “სან სიროს” დატოვებასა და საკუთარი სტადიონის აშენებას “ინტერი” გეგმავდა, მაგრამ Football Italia-ს ცნობით, არენას, რომელსაც 2 მილანური კლუბი 1948 წლიდან იყოფს, “მილანი” დატოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, “მილანი” ახალი სტადიონის პროექტზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. “როსონერის” საშინაო არენა “სან სინოდან” 6 კილომეტრის მოშორებით აშენდება. “მილანს” ახალ სტადიონზე თამაში 2017-18 წლების სეზონიდან შეეძლება.
რაც შეეხება “იტერნს”, იტალიური პრესის ცნობით, “ნერაძური” “სან სიროს” განახლებას გეგმავს.