იტალიურ “მილანს” მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველის – კეისუკე ჰონდას შეძენა სურს და ფინანსების მოსაძიებლად, რობინიოს გასაყიდადაა მზად. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იუწყება.
“მილანი” 27 წლის იაპონელს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. იტალიაში, ჰონდას წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება. აზიელი “როსონერისთან” 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მიუხედავად ამისა, ტრანსფერის გაჩარხვამდე ჯერ შორია, რადგან მილანელებმა რობინიო უნდა გაყიდონ. აღებული ფულით, იტალიელები არმიელებისგან ჰონდას შეიძენენ. სავარაუდოდ, “როსონერი” რობინიოს 8 მილიონ ევროდ შეელევა.