დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “ვალენსიას” მცველი ადილ რამი “მილანს” მიაშურებს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “როსონერის” 27 წლის ფრანგის ნახევარწლიანი იჯარა 400 ათასი ევრო დაუჯდება.
სეზონის ბოლოს, “მილანს” მცველის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება. თუკი იტალიელები მოისურვებენ, ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს 6 მილიონ ევროდ შეიძენენ.
აღსანიშნავია, რომ რამის გადაბირება რამდენიმე კლუბს სურს. მათ შორის არიან ყაზანის “რუბინი”, “რომა”, პსჟ და რამდენიმე ინგლისური კლუბი.