მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, იტალიური “მილანი” ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” პლეიმეიკერის – ხავიერ პასტორეს შეძენას ეცდება. Sportmediaset-ის ცნობით, “როსონერი” რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვასა და აღებული ფულით არგენტინელის ყიდვას გეგმავს.
გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში კევინ-პრინს ბოატენგი, რობინიო და სტეფან ელ შაარავი არიან. განელს ლონდონის “ჩელსი” უმიზნებს, ბრაზილიელს - “სანტოსი”, იტალიელის გადაბირება კი, “მანჩესტერ სიტის” სურს.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, პასტორემ პარიზელთა მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.