ზამთრის სატრანსფერო სეზონში “მილანი” “კალიარის” ნახევარმცველის – რაჯა ნაინგოლანის შეძენას ეცდება. ამის შესახებ Football Italia იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “კალიარი” ბელგიელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროსა და ბრაიან კრისტანტეს სატრანსფერო უფლებების 50%-ს ითხოვს. “როსონერის” ტრანსფერში კრისტანტეს ჩართვა არ სურს და ნაინგოლანში დაახლოებით 6 მილიონ ევროს იხდის.
აღსანიშნავია, რომ ნაინგოლანის შეძენა “რომას”, “ფიორენტინასა” და “ინტერსაც” სურთ.