ფეხბურთი

0:54 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ - მოგება დერბიში და ევროსაგზურის შანსი

სერია A-ს 36-ე ტურის ცენტრალური მატჩი მილანური დერბი იყო. “მილანი“ და „ინტერი“ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და აქედან გამომდინარე, რიგით 212-ე „მადონინას“ დამატებითი ინტრიგა ჰქონდა.

მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი დერბი კლარენს ზეედორფისთვის წარმატებული გამოდგა. ის აქამდე ბოლო ჰოლანდიელი ფეხბურთლი იყო, რომელსაც „მადონინაში“ გოლი ჰქონდა გატანილი. ეს 2006 წელს მოხდა და ის მატჩში „მილანმა“ წააგო. ამჯერად, ჰოლანდიელი ფეხბურთელის ზუსტი დარტყმა 3 ქულის ასაღებას საკმარისი გამოდგა. შეხვედრის 65-ე წუთზე, ბალოტელიმ საჯარიმოში ჩააწოდა, ნაიჯელ დე იონგმა თავით ზუსტად დაარტყა და „მილანი“ 2 ადგილით წინ წასწია. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, „როსონერი“ ევროპის ლიგაზე გამსვლელ მე-6 ადგილს 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო მე-5 პოზიციაზე მყოფ „ინტერს“ თანაქალაქელებზე 3 ქულით მეტი აქვს.

 

მილანი-ინტერი 1:0 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა

მილანი (4-2-3-1): აბიატი, დე შილიო, რამი, მექსე, კონსტანტი (აბატე 86), დე იონგი, მონტოლივო, პოლი (მუნტარი 72), კაკა (პაცინი 76), ტაარაბტი, ბალოტელი.

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

ინტერი (3-1-4-2): ჰანდანოვიჩი, რანოკია, სამუელი, როლანდუ, კამბიასო (გუარინი 70), ჟონათანი (ალვარესი 78), ერნანესი, კოვაჩიჩი, ნაგატომო, იკარდი (მილიტო 82), პალასიო.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლი: 1:0 დე იონგი (65).

გაფრთხილებები: მექსე 16, დე იონგი 89, აბიატი 90+2 - კამბიასო 40, სამუელი 75, რანოკია 80.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 14 (4)-7 (0), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-3, ჯარიმა: 16-14.

0.171685