“პარი სენ ჟერმენის” მარჯვენა შემტევი ჟერემი მენეზი, შესაძლოა, სათამაშოდ “მილანში” გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
პსჟ-ში მენეზის პოზიციები მას შემდეგ შეირყა, რაც გუნდის სათავეში ლორან ბლანი მივიდა. როგორც ცნობილია, ფრანგ მწვრთნელსა და ფეხბურთელს ერთმანეთში ცუდი ურთიერთობა აქვთ. ამის მიზეზი ევრო 2012-ის დროს, მენეზის მიერ არბიტრისთვის შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ბლანის მხრიდან ფეხბურთელის გაკრიტიკებაა.
იტალიური პრესის ცნობით, მენეზი პსჟ-ს დატოვებისა და თამაშის უცხოეთში გაგრძელების საკითხს სერიოზულად განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი “მილანთან” მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
მენეზს იტალიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2008-2011 წლებში, “რომას” მაისურით, მან 114 თამაში ჩაატარა.