ფეხბურთი

11:11 | 18.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” კრულით დაინტერესდა

იტალიურ “მილანს” მეკარის პოზიციის გაძლიერება ინგლისური “ნიუკასლის” კარის დარაჯით – ტიმ კრულით სურს. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “როსონერის” წარმომადგენლები მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე დაესწრნენ 25 წლის ჰოლანდიელის თამაშს. კრულის სატრანსფერო ღირებულება 8.5 მილიონ ევროდაა შეფასებული. აქვე გეტყვით, რომ “ნიუკასლის” მეკარე ამჟამად ტრავმისშემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მილანს” ვეტერანი მეკარეებიდან ერთ-ერთი დატოვებს. საუბარია მარკო ამელიასა და კრისტიან აბიატიზე.

 

0.114786