იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანი" სანკტ პეტერბურგის "ზენიტის" მცველით, დომენიკო კრიშიტოთი დაინტერესდა. როგორც ცნობილია, თავად იტალიელ ფეხბურთელს სერია A-ში დაბრუნების სურვილი აქვს.
27 წლის ფეხბურთელი რუსულ გუნდში 2011 წელს, "ჯენოადან" 11 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. გასულ სეზონში კრიშიტომ 26 მატჩი ჩაატარა და ერთ გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. იტალიელი მცველით "ფიორენტინაცაა" დაინტერესებული, თუმცა ჯერჯერობით, არც მილანელებს და არც ფლორენციელებს, "ზენიტისთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.
გიორგი ბალახაძე