ფეხბურთი

14:23 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" გრენიეს სანაცვლოდ 10 მილიონს იხდის

"მილანი" მზადაა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ლიონის" ნახევარმცველ კლემენ გრენიეს სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მოგეხსენებათ, "მამლების" მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს 23 წლის ფეხბურთელი მუნდიალისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეყვანილი ჰყავდა, მაგრამ ერთ-ერთ ვარჯიშზე ფრანგმა საზარდულის ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზა.

ლიონის "ოლიმპიკის" აკადემიის აღზრდილმა კლემენ გრენიემ, გასულ სეზონში 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

 

გიორგი ბალახაძე

0.113326