იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური “მილანი” ფრანგ ნახევარმცველთან, მატიე ფლამინისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.
მასიმილიანო ალეგრიმ ფლამინის ხელშეკრულების გაგრძელება ადრეც შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა ამ საკითხის განხილვა იმ დრომდე გადადო, სანამ მასიმილიანო ალეგრის მომავალი გაირკვეოდა. იტალიელი სპეციალისტი გუნდში დარჩა და მხარეებიც მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.
Corriere dello Sport-ის ცნობით, მილანელები ფლამინის ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.