იტალიურ “მილანს” 20 წლის ფორვარდ სტეფან ელ შაარავისთან კონტრაქტის 2018 წლამდე გაფორმება სურს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “როსონერიმ” ახალგაზრდა იტალიელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება სეზონის დასრულებამდე გაფორმდება.
ცნობისათვის, ელ შაარავის “მილანთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ამგვარად, საუბარი ხელშეკრულების წელიწადით გახანგრძლივებაზეა.