ფეხბურთი

23:07 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” დიეგო ლოპესით დაინტერესებას ადასტურებს

იტალიური “მილანი” ადასტურებს, რომ გუნდს მადრიდის “რეალის” კარის დარაჯის, დიეგო ლოპესის შეძენა უნდა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელთა კარის 32 წლის დარაჯის შეძენის სურვილს “მილანი” და “მონაკო” გამოთქვამენ. იტალიური კლუბის ოფიციალურმა სატელევიზიო არხმა დაადასტურა, რომ “როსონერის” ლოპესის დამატება სურს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “მილანს” ესპანელი მეკარის არენდით აყვანა სურდა, მაგრამ ირკვევა, რომ იტალიელები ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112464