ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “მილანმა” მადრიდის “რეალის” მეკარესთან, დიეგო ლოპესთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოპესი, “მილანში” გადასვლის შემთხვევაში, წლიურად 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. ცნობისთვის, “რეალში” მისი წლიური ხელფასი 1.8 მილიონია.
“მილანსა” და ფეხბურთელს შორის შეთანხმების მიუხედავად, ტრანსფერი დასრულებული ჯერ კიდევ არაა. იტალიელები “რეალსაც” უნდა შეუთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, “როსონერის” ფეხბურთელის ყიდვა სურს, მაგრამ უარს არც ერთწლიან არენდაზე და გამოსყიდვის უფლებაზე იტყვის.
სავარაუდოდ, “რეალი” ლოპესს იოლად დათმობს, რადგან მადრიდელებმა, ცოტა ხნის წინათ, კეილორ ნავასი დაიმატეს.