ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ სარდინიელები იძულებულები გახდებიან, სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გამართონ.
Football Italia-ს ცნობით, ამის მიზეზი სტადიონთან დაკავშირებული პრობლემებია. ქალაქის საბჭოს ჯერ კიდევ აქვს პრეტენზიები “ის არენასის” უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და კომიტეტის განცხადება ვრცელდება:
“მოცემული მომენტისთვის, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ “კალიარი”-“მილანის” მატჩზე მისული გულშემატკივრების უსაფრთხოებოთ. შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართება და ამ საკითხთან დაკავშირებით მანამდე გადაწყვეტილებასაც მივიღებთ”.
ამავდროულად, სტადიონის დირექტორმა ივან პაონემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა: “ოფიციალურად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. კომიტეტის დასკვნას უნდა დაველოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ ზომებს”.