ფეხბურთი

17:15 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" და "იუვენტუსი" ერნანესს ვერ იყოფენ

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, რომის “ლაციოს” ნახევარმცველი ერნანესი კლუბს შეიცვლის. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბრაზილიელის სამსახურით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი “მილანი” და ტურინის” იუვენტუსი”. გარდა ამისა, ინტერესი ინგლისის პრემიერლიგის კლუბებისგანაცაა.

თავის მხრივ, რომაელები ერნანესისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების იმედს არ კარგავენ. ბრაზილიელს “ლაციოსთან” მოქმედი ხელშეკრულება 2015 წლამდე აკავშირებს და რომაელებს სურთ, რომ თანამშრომლობა კიდევ 2 წელიწადით გაახანგრძლივონ. ჯერჯერობით, ნახევარმცველი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

რამდენადაც ცნობილია, “ლაციოს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ერნანესს 18 მილიონ ევროდ აფასებს.

0.19071