ფეხბურთი

3:13 | 9.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ და ბალოტელი იგებენ

„მილანმა“ „ჯენოასთან“ მატჩში მორიგი 3 ქულა მიითვალა და თავისუფლად შეუძლია, კატალონიის „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8–ფინალურ მატჩზე გადაერთოს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ჯენოას“ ეწვია და გამარჯვება მოიპოვა. 22–ე წუთზე, მატიე ფლამინიმ ჯამპაოლო პაცინის დაუგორა ბურთი, იტალიელმა კი, დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან  ეფექტური დარტყმა შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

პირველ ტაიმში, 2 მეტად საკამათო ეპიზოდი იყო. ორივე შემთხვევაში, გენუელები მილანელებს ხელით თამაშში სდებდნენ ბრალს და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ორივე ეპიზოდში თუ არა, ერთ–ერთში მაინც უნდა დაენიშნა მთავარ არბიტრს თერთმეტმეტრიანი.

იმედგაცრუებული გენუელები გატყდნენ და მეორე ტაიმში გოლიც გაუშვეს – შეცვლაზე შესულმა მარიო ბალოტელიმ კრისტიან საპატას პასით ისარგებლა და მორიგი მილანური გოლი მიითვალა.

 

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“. 20000

ჯენოა – მილანი 0:2 (0:1)

ჯენოა: ფრეი, მორეტი, კასანი (იმობილე 59), ბოვო (ხორკერა 69), პორტანოვა, გრანკვისტი (იანკოვიჩი 77), ანტონელი, ტეჟერი, ვარგასი, ბერტოლაჩი, ბორიელო.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

მილანი: აბიატი, მექსესი (იეპესი 46), საპატა, დე შილიო, მუნტარი, ფლამინი, მონტოლივო, კონსტანტი, პაცინი (ბალოტელი 24), ელ შაარავი (აბატე 68), ნიანგი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 პაცინი (22), 0:2 ბალოტელი (60)

გაფრთხილებები: პორტანოვა (18), ბოვო (65), ანტონელი (88) – ბალოტელი (26), კონსტანტი (32), ფლამინი (56)

გაძევება: კონსტანტი (66)

კარში დარტყმა: 9 (6) – 6 (4) ჯარიმა: 14 - 13 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 2 – 5

 

1. იუვენტუსი 27 18 5 4 54:18 59
2. ნაპოლი 27 15 8 4 47:22 53
3. მილანი 28 15 6 7 50:32 51
4. ინტერი 27 14 5 8 44:36 47
5. ლაციო 27 14 5 8 37:32 47
6. ფიორენტინა 27 13 6 8 48:33 45
7. რომა 27 13 4 10 57:48 43
8. კატანია 27 12 6 9 36:34 42
9. უდინეზე 27 10 10 7 36:34 40
10. სამპდორია 27 10 6 11 34:30 35
11. ბოლონია 27 9 5 13 38:36 32
12. ტორინო 27 7 12 8 32:32 32
13. პარმა 27 8 8 11 32:36 32
14. კალიარი 27 8 7 12 32:47 31
15. ატალანტა 27 9 5 13 26:38 30
16. კიევო 27 8 5 14 27:44 29
17. ჯენოა 28 6 8 14 27:42 26
18. სიენა 27 7 6 14 27:39 21
19. პალერმო 27 3 12 12 22:39 21
20. პესკარა 27 6 3 18 20:54 21

 

9 მარტი

უდინეზე-რომა.

10 მარტი

ატალანტა-პესკარა; იუვენტუსი-კატანია; კიევო-ნაპოლი; კალიარი-სამპდორია; პალერმო-სიენა; პარმა-ტორინო; ინტერი-ბოლონია; ლაციო-ფიორენტინა. 

 

ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 16, დი ნატალე („უდინეზე“) – 15, პაცინი („მილანი“) – 12, ოსვალდო („რომა“), ლამელა („რომა“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), საუ („კალიარი“) – 11, კლოზე ("ლაციო"), ჯილარდინო („ბოლონია“), ტოტი („რომა“) – 10.

0.125379