კარის ხმაურიანად გაჯახუნებისკენ ძალიან ახლოს იყო სერია B-ში აქამდეც გავარდნილი „სიენა“, რომელსაც „მილანის“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. თუმცა, მარიო ბალოტელისა და ფილიპ მექსეს მიერ თამაშის მიწურულს გატანილმა გოლებმა „როსონერის“ მე-3 ადგილი შეუნარჩუნა, ხოლო „ფიორენტინა“ ევროპის ლიგაზე გაგზავნა.
ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, „მილანს“ უმოტივაციო „სიენასთან“ მოგება ჭრიდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასიმილიანო ალეგრის გუნდს იმის იმედი უნდა ჰქონოდა, რომ „ფიორენტინა“ გათამაშების უსუსტეს გუნდთან, „პესკარასთან“ ქულებს დაკარგავდა. ფლორენციელებმა „დელფინებს“ საქმე პირველსავე ტაიმში მოუმთავრეს და „მილანი“ 3 ქულის აღების აუცილებლობის წინაშე დააყენეს.
„არტემიო ფრანკიზე“ გამართული შეხვედრა სტუმარი გუნდის დიდი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 26-ე წუთზე, როზინას ჩაწოდების შემდეგ, ტერციმ, თავური დარტყმით, ბურთს ადგილი აბიატის კარში მიუჩინა.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, „მილანმა“ გათანაბრება მხოლოდ 84-ე წუთზე მოახერხა. მარიო ბალოტელიმ მის მიერვე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი გაიტანა. თუმცა, ეს საკმარისი არ იყო. სტუმრებს კიდევ ერთი გოლი ჭირდებოდათ, რომლის გატანაც მექსემ ითავა. 87-ე წუთზე, „სიენას“ კარიდან დაახლოებით 30 მეტრში, მასპინძლებმა თამაშის წესი დაარღვიეს. მონტოლივომ, ბურთის საჯარიმოში ჩაწოდების ნაცვლად, ის ელ შაარავისთან გაითამაშა. ამას მასპინძელთა დაბნევა და ბურთის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ფრანგი მცველის დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა მოჰყვა. 1:2 და „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ითამაშებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „პესკარასთან“ იოლად იმარჯვა „ფიორენტინამ“, მაგრამ ფლორენციელთა ლამაზმა, კომბინაციურმა ფეხბურთმა გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოუტანა. პესკარაში გამართული მატჩიდან აღსანიშნავია მოედანზე ჯუზეპე როსის გამოჩენა. 26 წლის თავდამსხმელს „ფიორენტინას“ რიგებში დებიუტი ჰქონდა. ტრავმებით გატანჯულმა ფეხბურთელმა 2011 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა.
ევროპის ლიგისთვის იბრძოდნენ „უდინეზე“ და „ლაციო“. თუ უდინელები მოიგებდნენ, რომაელების გარჯა უშედეგო იქნებოდა.
მილანში, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის მე-10 წუთზე, „უდინეზე“ უკვე 2:0 იგებდა. მე-12 წუთზე, ჟეზუსმა ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ ტაიმის მიწურულს საქმეში დი ნატალე ჩაერთო, რომელმაც შესანიშნავი დარტყმით მიმდინარე გათამაშებაში თავისი 23-ე გოლი გაიტანა. მე-2 ტაიმში, ტომაზო როკიმ ერთი ბურთი გაიტანა, მაგრამ „ინტერი“ სირცხვილს მაინც ვერ გადაურჩა - უდინელებმა ჰანდანოვიჩის კარი კიდევ 2-ჯერ აიღეს და თამაში 2:5 დასრულდა. ეს „უდინეზეს“ ზედიზედ მე-8 მოგება იყო, ხოლო „ინტერმა“ სერია A-ს ერთ გათამაშებაში 7 საშინაო თამაში ისტორიაში პირველად წააგო.
„კალიარისთან“ წაგებით, „ლაციომ“ თანაქალაქელ „რომას“ გადასწრების საშუალება მისცა. „ჯალოროსიმ“ „ნაპოლი“ 2:1 დაამარცხა და გათამაშება მე-6 ადგილზე დაასრულა. ევროზონის მიღმა დარჩენის მიუხედავად, რომაული გუნდები ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს მაინც ინარჩუნებენ. ისინი ერთმანეთს იტალიის თასის ფინალში დაუპირისპირდებიან და გამარჯვებული ევროტურნირზე ითამაშებს.
„რომას“ კარში, „ნაპოლის“ მხრიდან, ერთადერთი გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა, რომელმაც გათამაშება 29 ბურთით დაასრულა. ასეთი შედეგი იტალიაში 2005-06 წლების სეზონის შემდეგ არავის ჰქონია.
ატალანტა-კიევო 2:2 (1:0)
ბერგამო, “ატლეტი აძური” 15000
ატალანტა (3-5-2): პოლიტო, კაპელი (ბელინი 74), სტენდარდო, ლუჩინი, ჯორჯი, კარმონა, ჩიგარინი, ბიონდინი (ბონავენტურა 78), ბრივიო, დე ლუკა (ლივაია 35), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
კიევო (3-5-2): სკვიცი, პაპი, ფარკასი, სეზარი (და სილვა 70), სამპირიზი (სარდო 46), დიბი, ვაჩეკი (სოუ 74), კოფიე, დრამე, ტერო, სტოიანი.
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
გოლები: 1:0 სტენდარდო (8), 1:1 ტერო (76), 2:1 ჯორჯი (84), 2:2 ტერო (90+2).
გაფრთხილებები: დე ლუკა 16, ლუჩინი 27, ბიონდინი 43, ლივაია 60, ჯორჯი 85, სტენდარდო 86 - სარდო 55.
მსაჯი: ფედერიკო ლა პენა.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 7 (6)-12 (4), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 5-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 23-17.
ბოლონია-ჯენოა 0:0
ბოლონია, “რენატო დალ არა” 21000
ბოლონია (4-2-3-1): სტოიანოვიჩი, გარიკსი, სორენსენი (ნატალი 81), ნალდო, მორლეო (აბერო 61), ტაიდერი, კრინი, კონე, დიამანტი, ხრისტოდულოპულოსი (მოსკარდელი 70), ჯილარდინო.
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
ჯენოა (4-3-3): დონარუმა, პიზანო, მანფრედინი, პორტანოვა, მორეტი, რიგონი, ტოცერი, ბერტოლაჩი (ნადარევიჩი 41), იანკოვიჩი (კასანი 57), ბორიელო (საიდი 84), ფლორო ფლორესი.
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
გაფრთხილებები: დიამანტი 78 - პიზანო 54, ბორიელო 77.
მსაჯი: ანტონიო ბორიელო.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 23 (9)-4 (2), კუთხური: 11-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 6-10, ჯარიმა: 17-15.
ტორინო-კატანია 2:2 (0:1)
ტურინი, “ოლიმპიკო” 15000
ტორინო (5-3-2): კოპოლა, დარმიანი, დი ჩეზარე, როდრიგესი, ოგბონა, კასერესი, ბაშა, ვივესი (ბრიგი 46), ბაკიჩი (გაცი 69), ჩერჩი, ჟონათასი (ბიანკი 51).
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
კატანაი (4-2-3-1): ფრიზონი, ისკო, ბელუსკი, სპოლი, კაპუანო (აუგუსტინი 59), ბიაჯანტი, ალმირონი (სკაჩა 51), გომესი (პეტკოვიჩი 89), კასტრო, ბარიენტოსი, ბერგესიო.
მწვრთნელი: როლანდო მარანი.
გოლები: 0:1 ალმირონი (25), 1:1 ჩერჩი (53), 1:2 ბერგესიო (62), 2:2 ბიანკი (83).
გაფრთხილებები: ფრიზონი 9, აუგუსტინი 75.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12 (6)-9 (3), კუთხური: 5-0, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-3, ჯარიმა: 14-16.
პესკარა-ფიორენტინა 1:5 (0:3)
პესკარა, “ადრიატიკო” 13000
პესკარა (4-2-3-1): პერინი, ძაური, კოშიჩი (კატალანო 68), კაპუანო, ბოკეტი, რიცო, ტონი, დი ფრანჩესკო (მბაიე 84), ბიარნასონი, ჩელიქი (ვიტილიო 68), სფორცინი.
მწვრთნელი: კრისტიან ბუკი.
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო (ლუპატელი 72), ტომოვიჩი, როდრიგესი, კომპერი, პასკუალი, ფერნანდესი, პისარო, ვალერო, კუადრადო (როსი 64), იოვეტიჩი, ლიაიჩი (ვოლსკი 60).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 0:1 ლიაიჩი (16), 0:2 ლიაიჩი (24), 0:3 ფერნანდესი (28), 0:4 იოვეტიჩი (54), 0:5 ლიაიჩი (59), 1:5 ვიტილიო (77).
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 10 (4)-11 (8), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-3, ჯარიმა: 12-9.
კალიარი-ლაციო 1:0 (0:0)
ტრიესტე, “ნერეო როკო” 9000
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, დესენა, როსეტინი, ასტორი, აველარი, ერიკსონი, კონტი, ნაინგოლანი, რიბეირო (კოსუ 69), იბარბო (ნენე 85), პინილია (საუ 73).
მწვრთნელი: ივო პულგა.
ლაციო (3-5-2): მარკეტი, ბიავა (ედერსონი 76), კანა, დიასი, კონკო (გონსალესი 71), ონასი, ლედესმა, კანდრევა, ლულიჩი, კოზაკი (ფლოკარი 57), კლოზე.
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.
გოლი: 1:0 დესენა (75).
გაფრთხილებები: დესენა 73 - კანა 37.
მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 10 (5)-8 (3), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 3-3, სეივი: 3-3, ჯარიმა: 14-14.
სიენა-მილანი 1:2 (1:0)
სიენა, “არტემიო ფრანკი” 9500
სიენა (3-5-2): პეგოლო, ტერცი, ტერლიცი, ფელიპე, ვიტიელო, ბოლცონი, კალელო, დელა როკა, რუბინი (ბოგდანი 89), როზინა (აგრა 61), ემეგარა (პაცი 75).
მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.
მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე (კონსტანტი 78), საპატა, მექსე, დე შილიო, მონტოლივო, ამბროზინი, ნოჩერინო (ელ შაარავი 60), ნიანგი (პაცინი 46), ბალოტელი, რობინიო.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლები: 1:0 ტერცი (26), 1:1 ბალოტელი (84, პენ), 1:2 მექსე (87).
გაფრთხილებები: ტერლიცი 45, ვიტიელო 86, რუბინი 89, ფელიპე 90 - ამბროზინი 62.
გაძევებები: ტერლიცი 70 - ამბროზინი 69.
მსაჯი: მაურო ბერგონცი.
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 3 (2)-15 (9), კუთხური: 7-9, თამაშგარე: 1-3, სეივი: 6-1, ჯარიმა: 25-15.
რომა-ნაპოლი 2:1 (0:0)
რომა, “ოლიმპიკო” 41000
რომა (4-2-3-1): ლობონტი, ტოროსიდისი (პირისი 67), ბურდისო, კასტანი, დოდო (პეროტა 80), ბრედლი, ტაჩციდისი, ლამელა, პიანიჩი (ფლორენცი 76), მარკინიო, დესტრო.
მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.
ნაპოლი (5-3-2): როზატი, მაჯო, როლანდო, კანავარო (კალაიო 73), ბრიტოსი (არმერო 52), ზუნიგა, ჯემაილი, ბეჰრამი, ჰამშიკი, პანდევი (ელ კადური 7), კავანი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: 1:0 მარკინიო (47), 2:0 დესტრო (58), 2:1 კავანი (84).
გაფრთხილებები: დესტრო 78 - როლანდო 80, ჯემაილი 85, არმერო 87.
მსაჯი: ლუკა ბანტი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 11 (8)-8 (4), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 2-4, სეივი: 4-7, ჯარიმა: 20-11.
პალერმო-პარმა 1:3 (0:3)
პალერმო, “რენცო ბარბერა” 18000
პალერმო (3-5-2): ბენუსი, მუნიოსი, ფონ ბერგენი, არონიკა (ფორლინი 53), სანსევერინო, დონატი, ვიოლა (მანტოვანი 63), ფორმიკა (დიბალა 55), მორგანელა, ერნანდესი, მიკოლი.
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
პარმა (4-3-3): მირანტე (ბაიზა 42), კოდა, პალეტა, ლუკარელი, როზი, პაროლო, ვალდესი, ამპუარო (გალოპა 76), გობი, ამაური (სანსონე 83), ბელფოდილი.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
გოლები: 0:1 გობი (39), 0:2 ვალდესი (41), 0:3 ბელფოდილი (45), 1:3 მიკოლი (75).
გაფრთხილებები: დონატი 79 - ბელფოდილი 60, გალოპა 79.
მსაჯი: დიეგო როკა.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 19 (13)-7 (6), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-10, ჯარიმა: 13-14.
ინტერი-უდინეზე 2:5 (1:3)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 46000
ინტერი (3-4-3): ჰანდანოვიჩი, ნაგატომო, პაზა, ჟეზუსი, პერეირა, კუზმანოვიჩი (ბენასი 78), კოვაჩიჩი, კამბიასო, ალვარესი (პალასიო 54), როკი (სკელოტო 69), გუარინი.
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.
უდინეზე (3-4-3): ბრკიჩი, ბენატია (ანჯელა 69), დანილო, დომიცი, ბასტა, ალანი, პინცი (როდრიგესი 89), სილვა, პერეირა, დი ნატალე, მურიელი (ბადუ 81).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლები: 0:1 პინცი (1), 0:2 დომიცი (10), 1:2 ჟეზუსი (12), 1:3 დი ნატალე (41), 1:4 სილვა (52), 2:4 როკი (63), 2:5 მურიელი (66).
გაფრთხილებები: პერეირა 28, ჟეზუსი 59 - პინცი 79.
გაძევებები: ტერლიცი 70 - ამბროზინი 69.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 11 (7)-10 (7), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-4, ჯარიმა: 10-17.