ფეხბურთი

12:34 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ბოატენგის გაყიდვაზე ფიქრობს

შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, იტალიური “მილანის” ნახევარმცველმა კევინ-პრინს ბოატენგმა კლუბი შეიცვალოს. Goal-ის ინფორმაციით, “როსონერი” 26 წლის განელის გაყიდვას გეგმავს.

“სან სიროზე” თავს კომფორტულად ვეღარც თავად ფეხბურთელი გრძნობს და სავსებით შესაძლებელია, სხვა კლუბის წინადადებას დათანხმდეს. სავარაუდოდ, “მილანი” ბოატენგს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ბოატენგმა 26 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

0.113704