ფეხბურთი

18:16 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ბალოტელის დასჯის

იტალიური “მილანის” თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის, მიმდინარე თვის ბოლოს, ხელფასიდან გარკვეული თანხა დაექვითება. ამის მიზეზი ისაა, რომ სერია A-ს გასულ ტურში, “ტორინოსთან” გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ, მან მაისური გაიხადა, რითიც თამაშის წესები დაარღვია.

“მოხარულნი ვართ იმის გამო, რომ მარიო ჩვენთან თამაშობს. ის “მილანის” გულშემატკივარი ყოველთვის იყო, რაც მას დამატებით მოტივაციას სძენს. ცოტა ხნის წინათ, ბალოტელიმ მითხრა, რომ როდესაც 1999 წელს, “მილანმა” ჩემპიონატი მოიგო, ის ბრეშას ქუჩებში ჩვენი კლუბის დროშით დადიოდა.

სანამ მარიოს გოლები გააქვს, შეუძლია, მაისური გაიხადოს, მაგრამ მან უნდა გაიგოს, რომ ეს წესების დარღვევაა. ამიტომ, თვის ბოლოს, მას ხელფასის გარკვეული ნაწილი დაექვითება.” – აცხადებს “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი.

0.117057